I კატეგორიის ინჟინრი
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება მეტეო სისტემების სამსახური
- ბოლო ვადა 04 აპრილი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს მეტეო სისტემების სამსახურში I კატეგორიის ინჟინრის პოზიციაზე. თბილისი - 2 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
• ცვლაში მუშაობა.
• სისტემების მომსახურებაში შედის:
- ოპერატიული კონტროლი საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და ადგილობრივი დამტკიცებული პროცედურების თანახმად;
- ტექნიკური მომსახურების ჩატარება სისტემების საექსპლუატაციო მოთხოვნების თანახმად;
- გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მტყუნების აღმოჩენა და ლოკალიზება;
- მწყობრიდან გამოსული აღჭურვილობის გამოცვლა.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 04 აპრილის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „მეტეო სისტემების სამსახური - ინჟინერი“.
გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• საქართველოს მოქალაქეობა;
• უმაღლესი ტექნიკური განათლება;
• ქართული ენის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
• სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული მოთხოვნები:
• ტექნიკური აზროვნების უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• პუნქტუალობა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• გუნდური მუშაობის უნარი.